2008 წელს ორ-დღე-ნახევარში წააგო სააკაშვილმა ომი - კობახიძე

03.07.23 13:57
2008 წელს ორ-დღე-ნახევარში წააგო სააკაშვილმა ომი - კობახიძე

"ჩვენი ქვეყნის თავდაცვის უნარიანობა 2012 წლის შემდეგ ფუნდამენტურად გაუმჯობესებულია. თქვენ გახსოვთ, 2008 წელს ორ-დღე-ნახევარში წააგო სააკაშვილმა ომი" - ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ჟურნალისტებს განუცხადა.

კობახიძემ გიგი უგულავას წინააღმდეგ მიიტანა იერიში და თქვა, რომ 2008 წელს "გიგი უგულავა იყო იმ ომის არაფორმალური სარდალი": 

ჩვენი ქვეყნის თავდაცვის უნარიანობა 2012 წლის შემდეგ ფუნდამენტურად გაუმჯობესებულია. თქვენ გახსოვთ, 2008 წელს ორ-დღე-ნახევარში წააგო სააკაშვილმა ომი, მიუხედავად იმისა, რომ მაშინაც ჩვენ გვყავდა საუკეთესოდ გაწვრთნილი ჯარისკაცები და ძალიან დიდი შემართების ჯარისკაცები, წარმოიდგინეთ, გიგი უგულავა იყო იმ ომის არაფორმალური სარდალი და მიუხედავად იმისა, რომ გვყავდა საუკეთესოდ გაწვრთნილი ჯარისკაცები ორ-დღე-ნახევარში წააგეს ომი. რეალურად 8 აგვისტოს გამთენიისად დაიწყო, 7 აგვისტოს ღამე იყო, როგორც ევროსაბჭოს რეზოლუციაში წერია, როცა დაიწყო ომი და 10 აგვისტოს სააკაშვილმა ცალმხრივად გამოაცხადა კაპიტულაციის თაობაზე. ორ-დღე-ნახევარში წააგო სააკაშვილმა, არა ჯარისკაცებმა, სააკაშვილმა წააგო ეს ომი. ამის შემდეგ ჩვენი თავდაცვისუნარიანობა ფუნდამენტურად გაძლიერდა, სისტემაა მოწესრიგებული, მადლობა ღმერთს უგულავა აღარაა მთავარსარდალი", - თქვა ირაკლი კობახიძემ.

მსგავსი სიახლეები