გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გარეჯვარში მამაკაცის გვამი იპოვეს
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გარეჯვარში მამაკაცის გვამი იპოვეს. მას ჭრილობა ცეცხლსასროლი იარაღით აქვს მიყენებული.
“მამამ იპოვა, სანადირო თოფით აქვს თავში ნასროლი, თვითმკვლელობაა დიდი ალბათობით”, - ამბობს თვითმხილველი.
გამოძიება შსს-მ სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.