როდემდე უნდა თქვას არსებულმა ხელისუფლებამ, რომ მიშა სააკაშვილი სიმულიანტობს, კადრები ყველამ ვიხილეთ - გიორგი სააკაშვილი
ყოველდღიურ ინფორმაციას ვფლობ, რა მდგომარეობაშია ჩემი ძმა, მაგრამ ვიზუალურად მართლა ძალიან მძიმე სანახავია - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის ძმამ სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
გიორგი სააკაშვილი ამბობს, რომ მსიფლიო საზოგადოებამ უნდა იმოქმედოს:
მართლაც, როდემდე უნდა გაგრძელდეს მთავრობის ასეთი მიდგომა, რომ ასეთ მდგომარეობაში ამყოფებენ ადამიანს. ჩემზე ძალიან ემოციურად იმოქმედა, მაინც იმედს ვიქონიებ - ძალიან მიჭირს ამის თქმა, მაგრამ, როდემდე უნდა თქვას არსებულმა ხელისუფლებამ, რომ მიშა სააკაშვილი თუნდაც სიმულიანტობს, ყველაფერი თურმე შეთითხნილია. როგორ მდგომარეობაშიც იმყოფება კიდევ ერთხელ შეხედეთ. დარწმუნებული ვარ, სრულიად საზოგადოებამ იხილა დღევანდელო კადრები. მართლა უნდა იმოქმედოს მსოფლიო თანამეგობრობამ, რომ მიშა სააკაშვილი ასეთ მდგომარეობას ავაცილოთ, რაც შეიძლება მალე”, - განაცხადა გიორგი სააკაშვილმა.