საავტომობილო გზების შემდეგ ჩახერგილი რკინიგზა - მარელისში ჩამოწოლილმა მეწყერმა 1 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა

03.07.23 20:23
საავტომობილო გზების შემდეგ ჩახერგილი რკინიგზა - მარელისში ჩამოწოლილმა მეწყერმა 1 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა

 

როგორ იქცა ქვეყნის ცენტრალური მაგისტრალი სიცოცხლისთვის საშიშ გზად? სეისმოლოგები განგაშის სიგნალს რთავენ. პროცესები შექუცევადია - ამბობენ ისინი და რიკოთზე და მის მიმდებარედ შექმნილ ვითარებაზე სრულ პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებენ. საავტომობილო გზის  გარდა, საფრთხის შემცველი გახდა აღმოსავლეთ- დასავლეთის დამაკავშირებელი რკინიგზაც. 

სამი დღის განმავლობაში მიმოსვლა სრულად პარალიზებული იყო.  გზის მშენებლობის დროს დაშვებული შეცდომები და არაკვალიფიციურ კომპანიებთან  გაფორმებული ხელშეკრულებები -  ამ ფაქტორებს ასახელებენ სპეციალსყები უღელტეხილზე შექმნილი ვითარების შეფასებისას. მარელისთან ჩამოწოლილმა მეწყერმა ერთი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. 77 წლის მამაკაცის  ცხედარს მაშველებმა მხოლოდ დღეს მიაგნეს.

დეტალები ნახეთ, ანა მდივანის რეპორტაჟში ⬆️

 

მსგავსი სიახლეები