ავარია ანაკლიაში - მძიმედ დაშავდა 2 ახალგაზრდა
ანაკლიაში, ცენტრალურ საავტომობილო გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ახალგაზრდა მამაკაცი მძიმედ დაშავდა. თვითმხილველების ინფორმაციით, ძლიერი სიჩქარით მოძრავი მერსედესის მარკის ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და არხში ჩავარდა.
მანქანაში სულ ხუთი ადამიანი იმყოფებოდა.
ადგილზე პოლიცია, სახანძრო და სასწრაფო დახმარების ბრიგადებია მობილიზებილი.