სასტიკი მკვლელობა ველისციხეში - შსს ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს
პოლიციამ კახეთში მომხდარი მკვლელობა - შინაგან საქმეთა სამინისტრო ველისციხეში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
უწყების ცნობით, 2 პირის განზრახ მკვლელობის ფაქტზე 32 წლის პირი დააკავეს. ირკვევა, რომ კაცი წარსულში ნასამართლევია.
2 პირის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავებულს 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთაემუქრება.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხეში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე თანასოფლელებს - 1952 წელს დაბადებულ გ.კ.-ს და ამავე წელს დაბადებულ მ.ზ.-ს, ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბრალდებული მომხდარიდან მალევე, ცხელ კვალზე დააკავეს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით მიმდინარეობს.