უკრაინაში გმირულად დაღუპული ჯონი ოდიშვილი სამხედრო პატივით დაკრძალეს

04.07.23 15:26
უკრაინაში გმირულად დაღუპული ჯონი ოდიშვილი სამხედრო პატივით დაკრძალეს

უკრაინაში გმირულად დაღუპული ქართველი მებრძოლი მშობლიურ სოფელ ტყვიავში სამხედრო პატივით დაკრძალეს. 33 ჯონი ოდიშვილი უკრაინაში ომის დაწყების დღიდან იბრძოდა.

რამდენიმე თვის წინ ის ბრძოლის ხაზზე დაიჭრა, თუმცა მას შემდეგ, რაც გამოჯანმრთელდა, კვლავ დაბრუნდა უკრაინაში. ის ბახმუტში მიმდინარე შეტაკებებს ემსხვერპლა. ქართველი გმირი ტყვიავში ცოტახნის წინ დაკრძალეს.

მსგავსი სიახლეები