მისაღებია თუ არა ენმ იმ კონფიგურაციით, როგორიც დღეს არის - გვარამია კითხვას უპასუხოდ ტოვებს
მისაღებია თუ არა "ნაციონალური მოძრაობა" იმ კონფიგურაციით, როგორიც დღეს არის - "მთავარი არხის" დამფუძნებელი "ტვ პირველის" შეკითხვას უპასუხოდ ტოვებს.
"ნაც.მოძრაობაზე ისაუბრონ მისმა მესვეურებმა" - თქვა გვარამიამ.
არ გავაკეთებ კომენტარს, ნაციონალურ მოძრაობასთან დაკავშირებით გააკეთონ კომენტარი მისმა მესვეურებმა, მთავარი მესვეური ამ კლინიკაშია. მე რატომ უნდა გავაკეთო განცხადება?!"- თქვა მან.