მკვლელობა კახეთში - სიღნაღის მუნიციპალიტეტში შვილმა მამა მოკლა
მკვლელობა კახეთში - სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ანაგაში შვილმა მამა მოკლა.
"პირველების" ინფორმაციით, მკვლელობას წინ კონფლიქტი უძღოდა, რა დროსაც ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა შვილმა შუახნის მამას სასიკვდილო ჭრილობები სხეულის სხვადასხვა არეში, ცივი იარაღით მიაყენა.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება. მამის მკვლელობაში ბრალდებული პოლიციამ ცხელ კვალზე დააკავა.