სადამსჯელო ოპერაცია ჟურნალისტების წინააღმდეგ - 5 ივლისის სისხლიანი მოვლენებიდან 2 წელი გავიდა

05.07.23 10:37
სადამსჯელო ოპერაცია ჟურნალისტების წინააღმდეგ - 5 ივლისის სისხლიანი მოვლენებიდან 2 წელი გავიდა

სადამსჯელო ოპერაცია ჟურნალისტების წინააღმდეგ, უმოქმედო პოლიცია და ხელშეუხებელი და დაუსჯელი მოძალადეები - 5 ივლისის სისხლიანი მოვლენებიდან 2 წელი გავიდა.

2 წლის წინ ამ დღეს რუსთაველის გამზირი მასობრივი არეულობის ეპიცნეტრი იყო, სადაც ირაკლი ღარიბაშვილის მიერ წახალისებული პრორუსი რადიკალები  ჟურნალისტებს ფიზიკურად უსწორდებოდნენ.

„ტვ პირველის„ მიერ გასაჯაროებული  აუდიოჩანაწერებით და პირდაპირი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ 5 ივლისს, როდესაც რუსთაველის გამზირზე 53 ჟურნალისტი სასტიკად სცემეს, "ტვ პირველის" ოპერატორი ლექსო ლაშქარავა კი გარდაიცვალა, მოძალადეები  დავალებას სწორედ სუსიდან იღებდნენ.

ამის მიუხედავად, "ქართულ ოცნებას" ამ დრომდე  უკანონო დავალების გამცემი მაღალჩინოსნები არ დაუსჯია. ხელშეუხებლობის გარანტიით სარგებლობენ რადიკალური დაჯგუფების ის ლიდერებიც, ვინც მასობრივ  ძალადობას ორგანიზებას უწევდნენ.

არსამათვრობო სექტორი და ჟურნალიტები კი ამ საქმეების გამოძიებას 2 წელია უშედეგოდ ითხოვენ - მოძალადეებს ხელისუფლება არ სჯის. 

ორი წლის გადმოსახედიდან კიდევ უფრო ნათელი და თვალსაჩინოა, ვის ინტერესებში მაშინ ჟურნალისტებზე ფიზიკური ძალადობა და ის სპეცოპერაცია, რომელიც ამოწყვეს მათ შორის, კრიტიკული მედისს წარმოამდგენლების წინააღმდეგ. ეს, სამწუხაროდ, იყო საქართელოს ხელისუფლება. რადიკალური ჯგუფები ა ხელისუფლება, სამწუხაროდ, კოორდინირებულად მოქმედებდნენ ერთამენტთან. დღეს უკვე ჩემი საქმე და სხვა ბევრი ჟურნალისტის საქმე არის სტრასბურგის სასამართლოში და ჩვენ ველოდებით სამართლის აღსრულებას უკვე იქ, - ამბობს ჟურნალისტი რატი წვერავა. 

მსგავსი სიახლეები