"8 ივლისი იქნება 5 ივლისს დადგმულ კუბოზე ბოლო ლურსმნის დაჭედება" - მორგოშია ისევ იმუქრება
"8 ივლისი იქნება 5 ივლისს დადგმულ კუბოზე ბოლო ლურსმნის დაჭედება" - ძალადობრივი და ჰომოფობიური პარტია „ალტ-ინფოს“ ლიდერი კოკა მორგოშია ისევ იმუქრება. მორგოშიას ეს განცხადება „ალტ-ინფოს“ Telegram-არხებზე ვრცელდება.
საქმე ეხება ხვალ „თბილისი პრაიდის“ კვირეულის ფარგლებში დაგეგმილ ფსეტივალს, რომლის ჩაშლასაც ჰომოფობიური ჯგუფები აორგანიზებენ.
8 ივლისი ასევე ძალიან დიდი შინაარსის დღეა და არაფრით არ ჩამოუვარდება 5 ივლისს, პირდაპირ გეტყვით. 8 ივლისი იქნება 5 ივლისს დადგმულ კუბოზე ბოლო ლურსმნის დაჭედება, - ამბობს ის.