დღეს დაგეგმილი მოვლენები წინასწარ იყო შეთანხმებული შსს-სა და ალტ-ინფოს შორის - თბილისი პრაიდი
დღეს განვითარებული მოვლენები მიანიშნებს, რომ დღეს დაგეგმილი მოვლენები იყო წინასწარ კოორდინირებული და შეთანხმებული შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ძალადობრივ დაჯგუფება ალტ-ინფოს შორის - აცხადებს თბილისი პრაიდი დღევანდელ ძალადობრივ მოვლენებთან დაკავშირებით.
რადიკალური ჯგუფის წარმომადგენლება ის ტერიტორია დაიკავეს სადაც ღონისძიება უნდა გამართულიყო.
შსს-მ არ გამოიყვანა პროპორციული ძალა პრორუსული დაჯგუფებების მიერ დაგეგმილი არეულობის აღასაკვეთად და ვერ უზრუნველყვეს იმ ადამიანების უსაფრთხოება, რომლებიც დღეს ღონისძიების ჩატარებას აანონსებდნენ. სწორედ ამიტომ ღონისძიების ორგანიზატიორებმა ტერიტორია დატოვეს.