"მგონი, მარტო მას არ გაუკეთებია" - პირველი ინტერვიუ 22 წლის ბიჭის მკვლელობისთვის დაკავებულის ოჯახთან

08.07.23 17:54
"მგონი, მარტო მას არ გაუკეთებია" - პირველი ინტერვიუ 22 წლის ბიჭის მკვლელობისთვის დაკავებულის ოჯახთან

პირველი ინტერვიუ მკვლელობაში მხილებული სკოლის მოსწავლის ოჯახის წევრებთან. ბორჯომში მომხდარ სასტიკ მკვლელობაზე "პირველებმა" ახალი დეტალები გაარკვია. დაკავებული მოზარდის ბებია და ბაბუა არ გამორიცხავს, რომ საბედისწერო მომენტში მისი შვილიშვილის გარდა, ბორჯომის ცენტრალურ პარკში სხვა პირებიც იყვნენ. 

ბებო მე დღეს პარკში მივდივარო, ბებო რატო მიდიხართქო ვკითხე. 17 წლის ბავსვს რა პრობლემა ჰ~უნდა ჰქონდოდა, კი გარდატეხის პერიოდი ჰქონდა, მარა მეტი არაფერი. რაღაცა მოხდა იქ. ეს ბიჭი, ვინც მოკლულია, იმ კაფეში მუშაობდაო ამბობენ. ეტყობა რაღაც ჩხუბი მოხდა შიგნით და ეს ეტყობა მივიდა და გააფრთხილა მეპატრონე. როგორც აქ მეზობლები ლაპარაკობენ, ვიღაცამ ტელეფონზე დაურეკა და გავარდაო და იქ ის მეეჭვება მარტო ყოფილიყო  და მგონი ეს მარტო ამას არ გაუკეთებია, რაღაცა ჩხუბი იყო იქ მგონი და აშველებდნენ" - ამბობს ოჯახი.

რას ემსხვერპლა 22 წლის დათო ხაჩიძის სიცოცხლე? ერთ-ერთი ვერსიით, ბორჯომის ცენტრში გვიან ღამით ახალგაზრდებს შორის საქმის გარჩევა იყო. ამ დროს კი არასრულწოვანმა 22 წლის მამაკაცს დანით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა.

დანაშაულის დამტკიცების შემთვევაში დაკავებულ 17 წლის ბიჭს 10-დან 17 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

მსგავსი სიახლეები