"არ გვაქვს რუსული ოცნების მართული მილიციის იმედი" - აქცია "დაიცავი გამოხატვის თავისუფლება!" არ ჩატარდება
აქცია "დაიცავი გამოხატვის თავისუფლება!" არ ჩატარდება, ორგანიზატორების თქმით, ადამიანის სიცოცხლეს აფასებენ და "რუსული ოცნების მართული მილიციის იმედი არ აქვთ".
"რადგან ჩვენ, რადიკალური ჯგუფებისგან განსხვავებით, ვაფასებთ ადამიანის სიცოცხლეს და არ გვაქვს რუსული ოცნების მართული მილიციის იმედი, ვიღებთ მძიმე, მაგრამ ერთადერთ გონივრულ გადაწყვეტილებას და ვაუქმებთ საღამოს დაანონსებულ ღონისძიებას.
ადამიანის უფლებებს დავიცავთ ყოველთვის." - წერს მოძრაობა ტალღა.
მოძრაობა ჯიუტის და ტალღას მიერ ორგანიზებული აქცია დღეს, 20:00 საათზე, პარლამენტთან უნდა გამართულიყო. აქცია მას შემდეგ დაიგეგმა, რაც Tbilisi Pride-ის ორგანიზებული ფესტივალი ჰომოფობიურმა და აგრესიულად განწყობილმა ჯგუფებმა ჩაშალეს.