სკოლის ორ მოსწავლეზე სექსუალურ ძალადობაში ბრალდებული კაცი სასამართლომ ციხიდან გაუშვა

08.07.23 22:16
სკოლის ორ მოსწავლეზე სექსუალურ ძალადობაში ბრალდებული კაცი სასამართლომ ციხიდან გაუშვა

სასამართლომ პატიმრობიდან გაატავისუფლა 55 წლის კაცი, რომელსაც ორი არასრულწლოვნის, სკოლის მოსწავლე გოგონების მიმართ გარყვნილ ქმედებაში ედებოდა ბრალი. 

საქმეში არსებობს დაზარალებული მოზარდების ჩვენებები და ხსვა მტკიცებულებები. ბრალდების მხარე, მოსამართლის ამ გადაწყვეტილებით გაოგნებულია. 


9 თვიანი განრიდების შემდეგ  55 წლის კაცი ისევ სოფელში დაბრუნდა. მამაკაციდა დაზარალებულის გოგონების ოჯახები ერთმანეთის გვერდიგვერდ ცხოვრობენ. ეს ფაქტი შოკი აღმოჩნდა 11 წლის გოგონასათვის. როდესაც მოძალადე მამაკაცი კვლავ დაინახა   ცუდად გახდა და გული წაუვიდა. 

შაბათის ეთერმა მოიპოვა კადრები, სადაც ჩანს როგორ ღრინავენ, ძალადობაში ბრალეული მამაკაცის ციხიდან გათავისუფლებას ადგილობრივ რესტორანში, ამ კადრებმა მთელი სოფელი მოიარა. არასრულწლოვანების დედა ახლა სახლიდან შიშით გამოდის რადგან რეპრესიების ეშინია, ამბობს რომ სისტემამ მსხვერპლი ვერ დაიცვა. 

მეტიც, tv პირველის გამომძიებელმა ჟურნალისტებმა მოიპოვეს ჩანაწერი სადაც ბრალდებულის ახლობლები, მათ შორის საქმის ყოფილი მოსამართლე, რომელიც ამჟამად ადვოკატია, შუამავლებს უგზავნიდნენ ბავშვების დედას და გარიგებას სთავაზობდნენ. 

 

მსგავსი სიახლეები