სამუდამო პატიმრობა მეგობრის წამებით მკვლელობისთვის - დადის თუ არა რეალური მკვლელი ქუჩაში
სამუდამო პატიმრობა მეგობრის წამებით მკვლელობისთვის - ზურაბ კახიშვილი ამტკიცებს, რომ ბავშვობის მეგობარი სადისტურად მას არ მოუკლავს და რეალური მკვლელი ქუჩაშია.
35 წლის კაცი სასამართლო დარბაზში ნოდარ ღუნაშვილის დედას ეუბვნებოდა, რომ მაინც გაარკვევს, ვინ გაიმეტა მისი ძმაკაცი.
ღუნაშვილის დედა დარწმუნებულია, რომ მის ერთადერთ შვილის სასიკვდილო ჭრილობა რძალმა, ქეთი ჩხაიძემ მიაყენა. თუმცა ქალი დანაშაულის დაფარვის ბრალდებით არის ჩადენილი.
"ქეთი თანამონაწილეა! საქმე სრულად არ არის გამოძიებული ამბობს" - მოკლული ბიჭის დედა.
ნოდარ ღუნაშვილის ცხედარი კასპის სასაფლაოზე მწყემსმა 2021 წლის 14 მარტს იპოვა. მას ყელი ჰქონდა გამოჭრილი.
შემზარავი მკვლელობიდან რამდენიმე დღეში პოლიციამ 34 წლის მამაკაცის ბავშვობის მეგობარი, ზურაბ კახიშვილი, დააკავა. დაკავებულია ასევე ღუნაშვილის ცოლი, ქეთევან ჩხაიძე. მას გამოძიება დანაშაულის დაფარვაში ედავება.