რატომ ვერ დაიცვეს პრაიდფესტივალის მონაწილეების უსაფრთხოება? - შსს თავის მართლების რეჟიმშია
რატომ ვერ დაიცვა პოლიციამ პრაიდ ფესტივალის მონაწილეების უსაფრთხოება? - შსს თავის მართლების რეჟიმშია. პოლიცია ამტკიცებს, რომ ფესტივალის მონაწილეების დასაცავად მაქსიმუმი გააკეთა. სამართლამდაცველები ამტკიცებენ, რომ არ იცოდნენ, რა რაოდენობის ადამიანი ავიდოდა ლისის ტერიტორიაზე.
საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსი გოგა მემანიშვილი ამბობს, რომ ადგილზე საკმარისი რაოდენობის სამართალდამცველი მივიდა, თუმცა იმის გამო, რომ სივრცე გაშლილი იყო, მოქალაქეები უსაფრთხოების დაცვა გაუჭირდათ.
დაცული იყო, ვინმე დაშავდა? დიდი ტერიტორიაა... ყველა ადამიანის უსაფრთხოება იქ დაცული იყო. მაგასთან დაკავსირდა გაკეთდა განცხადება, - თქვეს პოლიციის მაღალჩინოსნებმა.
დაკავებული მოძალადეების რაოდენობის შესახებ შსს ინფორმაციას არ ავრცელებს. „პირველების“ ინფორმაციით, გომელაურის უწყებამ ძალადობრივი აქციის მხოლოდ 2 მონაწილე დააკავა.