„პრაიდფესტის“ ჩაშლა ხელისუფლებას აწყობდა - მესამე სექტორი
მესამე სექტორს პოლიციის განმარტებების არ სჯერა. საქმე ეხება გუშინ ლისის ტერიტორიაზე პრაიდ ფესტივალის ჩაშლას. პოლიციის მტკიცებით, იმის გამო, რომ ფესტივალი გაშლილ ტერიტორიაზე ტარდებოდა, მოქალაქეების უსაფრთხოების დაცვა გაუჭირდა.
„სამართლიანი არჩევნების“ აღმასრულებელი დირექტორის თქმით, შსს-ს პრაიდფესტივალის უსაფრთხოდ ჩატარებისთვის საკმარისი დრო ჰქონდა, თუმცა მან რადიკალების წინააღმდეგ პროპორციული ძალა ვერ გამოიყენა და ოპერაცია შესაბამსიაად ვერ დაგეგმა.
პრაიდთან დაკავშირებით ჩვენ ვიცით, რომ ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ჰქონდათ მათ მოლაპარაკება შსს-თან და ჰქონდათ გარანტიები, წინააღმდეგ შემთხვევაში, არ გარისკავდნენ, ხომ, ფესტივალის ჩატარებას. ჰქონდათ გარანტიები, რომ შსს დაიცავდა მათ. შსს ჰქონდა ნამდვილად საკმარისი დრო იმისთვის, რომ ეს ყველაფერი გაენალიზებინა, მათ იცოდნენ სად ტარდებოდა, გაშლილი იყო ტერიტორია თუ არა. შსს-ს ჰქონდა გამოცდილება, რაც ჩვენ გვინახავს, მათ შორის, 5-6 ივლისი ფაქტებთან დაკავშირებით, ამიტომ ეს ნიშნავს, რომ ისინი სათანადოდ ვერ მოემზადნენ ამისთვის, - ამბობს ნინო დოლიძე.
იურისტი ნიკა სიმონიშვილი პირდაპირ ამბობს, რომ შსს-მ მოძალადეები განგებ არ შეკავა, რადგან ეს ხელისუფლების დაკვეთა იყო.
გამართლება იმასთან დაკავშირებით, თითქოს ისინი ვერარ აკონტროლებდნენ სიტუაციას, ეს არის ძალიან არასერიოზული თავის გამართლება იმიტომ, რომ ისე უნდა დაეგეგმა შსს-ს ეს ოპერაცია, რომ კონრტოლირებადი ყოფილიყო. ანუ ის ადამიანები როგორც კი მიუშვა ლისის ტერიტორიაზე, სადაც პრაიდფესტივალი ტარდებოდა, ეს უკვე შსს-ს მხრიდან იყო სეიროზული სტრატეგიული შეცდომა და ეს უბრალო შეცდომა არ არის , ეს პირდაპირ დაშვებული იყო შსს-ს მხრიდან, იმიტომ, რომ ეს ყველაფერი ხელისუფლებას აწყობდა პრაიდფესტის ჩაშლასთან მიმართებით, - ამბობს ნიკა სიმონიშვილი.