ხელისუფლებამ გადაწყვიტა, არ დაეცვა ფესტივალის მონაწილეები - ირაკლი კუპრაძე

09.07.23 12:22
 ხელისუფლებამ გადაწყვიტა, არ დაეცვა ფესტივალის მონაწილეები - ირაკლი კუპრაძე

ხელისუფლებამ გადაწყვიტა, არ დაეცვა პრაიდფესტივალის მონაწილეები, - ასე აფასებს „ლელოს“ გენერალური მდივანი ირაკლი კუპრაძე ლისის ტბაზე გუშინდელ ძალადობრივ ქმედებებს. 

ოპოზიციის წევრი ამბობს, რომ „ოცნება“ მსგავს ძალადობრივ ჯგუფებს ხალხის დასარბევად თავად ქმნის. 

ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ არ დაეცვა ისინი. ხელისუფლება არის პირაპირ კავშირში ყველა მოძალადე ჯგუფთან: ვატო შაქარაშვილებთან , „ალტ-ინფოსთან“, „მარშთან“. ამ ჯგუფებს თვითონ აორგანიზებს, თვითონ ქმნის და თვითონ ქმნის მერე ილუზიას დაპირისპირების, რომ ასეთი ბნელი, ძალადობრივი იდეები არის ძლიერი, თითქოსდა ისინი იყვნენ ბევრნი. ისინი არ ყოფილან გუშინ ბევრნი, მაგრამ პოლიციამ მაინც დაუშვა ის, რომ ჩაშლილიყო ფესტივალი. ეს იყო დანაშუალი, ეს იყო კონსტიტუციის დარღვევა, რაზეც პრეზიდენტმაც გააკეთა აქცენტირება. ჩვენ თუ გვინდა, ავაშენოთ სამართლებრივი სახელმწიფო, მნიშვნელოვანი და გარდაუვალია, რომ მთავარი დოკუმენტი ამ ქვეყნის თავისუფლების და განვითარების იყოს საქართველოს კონსტიტუცია და არა ივანიშვილის ოფისში და სასახლეში დაგეგმილი სქემები როგორ შექმნან ძალადობრივი ჯგუფები და შემდეგ როგორ არბიონ ადამიანები ქუცაში, „- ამბობს ირაკლი კუპრაძე. 
 

მსგავსი სიახლეები