რუსეთი ქართულ პორტებს იყენებს? - ექსპერტები სანქციების საშიშროებაზე საუბრობენ

09.07.23 12:28
რუსეთი ქართულ პორტებს იყენებს? - ექსპერტები სანქციების საშიშროებაზე საუბრობენ

როგორ იყენებს რუსეთი ქართულ პორტებს - ხელისუფლების წინააღმდეგ საქართველოს სანაპირო დაცვის ყოფილი მაღალჩინოსნის მამხილებელი ჩვენების შემდეგ ექსპერტები საფრთხეებზე საუბრობენ. ც

ჩვენი ქვეყანა ძალიან ცუდ დღეში აღმოჩნდება ამის გამო. რა თქმა უნდა, სანქციები არ სცდება ჩვენს პორტებს და არა მხოლოდ პორტებს და უბრალოდ, მინდა, ვინც ამაში იყო ჩართული, ის ადამიანები რაას ფიქრობდნენ? როცა ეს ყველაფერი დადასტურდება, გამჟღვანდება და შესწავლილი იქნება, მე მათი არ მშურს, სიმართლე გითხრათ. აქ მარტო ერთ უწყებაზე არ არის ლაპარაკი. ეს ავტონომიურად მოქმედდი ორგანო ხომ არ არის. მთლიანად სახელმწიფო არის პასუხისმგებელი,“ - ამბობს ექსპერტი კობა ნაროუშვილი.

საქართველოს სანაპირო დაცვის ყოფილი მაღალჩინოსანი, რომელიც ქვეყნიდან უკვე წავიდა, „შაბათის ეთერთან“ ამბობს, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ ქართული პორტები რუსეთის სამსახურში ჩააყენა და საზღვაო ხომალდებს სიმულატორების გამოყენებით ეხმარებიან საქნციებული პროდუქცცია  გადაზიდონ, თან ისე, რომ ვერავინ ვერაფერი იეჭვოს. 

გოჩა ბერიძე ვარაუდობს, რომ საეჭვო საქმიანობას მწვანე შუქს ვახტანგ გომელაური უნთებს.
 

მსგავსი სიახლეები