ხელისუფლება ცდილობს, დასავლურ სანქციებს პუტინის ტერორისტულ რეჟიმზე გავლენა არ ჰქონდეს - ვასო ურუშაძე
ხელისუფლების წინააღმდეგ საქართველოს სანაპირო დაცვის ყოფილი მაღალჩინოსნის მამხილებელ ჩვენებას, ოპოზიციაში ეხმიანებიან. ენმ-ს წევრი ვასო ურუშაძე დასავლეთის მიერ საქმეში მონაწილე პირების დასანქცირებას არ გამორიცხავს. მისი თქმით, „ოცნება“ რუსეთს ეხმარება, რომ დასავლეთის სანქციებს პუტინის ტერორისტულ რეჟიმზე გავლენა არ ჰქონდეს.
ჩვენ ვიხილეთ მამხილებელი ჩვენება საკმაოდ მაღალი თანამდებობის პირის მიერ, რომელიც ამხელს ბიძინა ივანიშვილის ოლიგარქიულ კლანს, ამხელს საქართველოს ხელისუფლებას და პირდაპირ ქმნის იმის საფუძველს, რომ დასავლური ქვეყნების მიერ, რომლებიც არიან შემოქმედნი აღნიშნული სანქციების, იყოს გამოყენებული სანქციები სწორედ იმ პირების წინააღმდეგ, რომლებიც უკვე მამხილებელის მიერ არიან დასახელებულები როგორც ხელშემწყობები, რომ დასავლურ სანქციებს არ ჰქონდეს ეფექტი და არ ჰქონდეს გავლენა პუტინის ტერორისტულ რეჟიმზე,“ - ამბობს ვასო ურუშაძე.
საქართველოს სანაპირო დაცვის ყოფილი მაღალჩინოსანი, რომელიც ქვეყნიდან უკვე წავიდა, „შაბათის ეთერთან“ ამბობს, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ ქართული პორტები რუსეთის სამსახურში ჩააყენა და საზღვაო ხომალდებს სიმულატორების გამოყენებით ეხმარებიან საქნციებული პროდუქცცია გადაზიდონ, თან ისე, რომ ვერავინ ვერაფერი იეჭვოს.
გოჩა ბერიძე ვარაუდობს, რომ საეჭვო საქმიანობას მწვანე შუქს ვახტანგ გომელაური უნთებს.