თავდასხმა მედიაზე - კაციტაძის უწყებაში "მთავარი არხის" ჟურნალისტი და ოპერატორი იკითხება
ვანდალურად დარბეული ფესტივალის საქმეზე ჟურნალისტები ჩვენებას მისცემენ. სპეციალურ საგამოძიებო უწყებაში "მთავარი არხის" ჟურნალისტი და ოპერატორი არიან დაბარებულები. დეა მამისეიშვილი და ზურა ჩხვირკია გამომძიებლებს ინფორმაციას ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტებზე მიაწვდიან.
ამ წუთებში საგამოძიებო უწყებაში სწორედ ზურა ჩხირკვიას გამოკითხვა მიმდინაორეობს. პროცესს მედიაომბუდსმენიც ესწრება.
გუშინ დამირეკეს. გამომძიებელმა მითხრა, რომ მედიაომბუდსმენის მიმართვის საფუძველზე დაიწყეს მოკვლევა ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლაზე და ჩემგან ელოდებიან დამატებით ინფორმაციას, ასევე ზუკასგან, რომელიც უკვე პასუხობს გამომძიებლების კითხვებს. უნდათ, აღვწერო მე, როგორ ვითარდებოდა პროცესები ლისის ტბის მიმდებარედ. მდგომარეობა ნამვილად რთული იყო და უკონტროლოც ხდებოდა პერიოდულად, ეს ყველამ კარგად ვნახეთ. იყო რამდენიმე ანგარიშსწორების მცდელობა, რამდეჯერმა გამოუვიდათ ეს წარმატებით. იყო ფეხის დარტყმის ეპიზოდი ჩემს შემთხვევაში, ზუკა გაცილებით უფრო დაშავდა. იმ ადამიანების შემთხვევაში, რომლებიც გუშნ ჩვენ თავს დაგვესხნენ, მთავარი იყო ის, რომ ჩვენ წარმოვადგენდით „მთავარ არხს“ , ისინი ძლაიან კარგად გვცნობდნენ, სახელებით და გვარებით მოგვმართავდნენ, გვემუქრებოდნენ, - ამბობს დეა მამისეიშვილი.
პრაიდის ფესტივალის მონაწილეეების გარდა აგრესიული ჯგუფების სამიზნე ლისის ტერიტორიაზე კრიტიკული მედიის წარმომადგენლებიც იყვნენ. ძალადობრივი ჯგუფები მათ მათ ხელს უშლიდნენ მუშაობაში, აყენებდნენ სიტყვიერ შეურაცხყოფას და სატელევიზიო ტექნიკის განადგურებით ემუქრებოდნენ.