საწვავი ისევ გაძვირდა - ეკონომისტები ხელისუფლების პასუხისმგებლობაზე საუბრობენ

09.07.23 13:29
საწვავი ისევ გაძვირდა - ეკონომისტები ხელისუფლების  პასუხისმგებლობაზე საუბრობენ

საქართველოში საწვავი გაძვირდა. ბენზინის ღირებულება საშუალოდ 20-30 თეთრითაა მომატებული. ფაქტს მოქალაქეების უკმაყოფილება მოჰყვა. ქალაქში შექმნილი  საცობების გამო საწვავის მეტი საჭიროებაა,  ეს კი მძღოლებს დამატებით ტვირთად აწვებათ. 

ძალიან გძვირდა, კატასტროფაა. დიდი წილი მიაქვს ბიუჯეტის. გაზრდილი ფასები ძალიან ცუდია, მოძრაობა მიწევს რაიონებში ხშირად, კახეთში, რაჭაში და ამიტომ ძალიან აისახება ეს ბიუჯეტზე, - ამბობს ერთ-ერთი მძღოლი. 

ეკონომისტების განმარტებით, საქართველოში იმპორტირებული ფასების სხვაობა დოლარის კურსზეა დამოკიდებული. სპეციალისტების თქმით, ეროვნულმა ბანკმა და ხელისუფლებამ სწორი მონეტარული პოლიტიკა ვერ გაატარა, რამაც მაღალი ინფლაცია გამოიწვია, დაუსტაბილურებულმა დოლარის კურსმა კი იმპორტირებულ სხვა პროდუქციასთან ერთად საწვავიც გააძვირა.

საქართველოში საწვავის ფასის მატებაზე პასუხისმგებელი ეკონომიკური ბლოკი და ეროვნული ბანკი, ვიანდაინ მათ ვერ უზრუნველყვეს ქვეყანაში შეექმნათ სწორი მონეტარული პოლიტიკა, რომელიც არ გაუძვირებდა იმპორტიორებს ნედლეულის შეძენას მათ შესასყიდ ფასში, შესაბამისად, საქართველოში გაძირეული ბენზინის ფასი დამოკიდებულია კურსთა შორის სხვაობაზე, რომელიც შთანთქა ერთგვარად ინფლაციამ და სახელმწიფომ ვერ დაასტაბილურა მონეტარული პოლიტიკა. ეს ტენდენცია გაგრძლედება, ვინაიდან გვაქვს ინფლაციური ნიადაგი, ინფლაციური ფონი ქვეყანაში და გვაქვს იმის მოლოდინი, რომ კურსის ცვალებადობის ნიადაგზე კვლავ მოხდება, სამწუხაროდ, ფასების ზრდა და აქ გამოსავალი არის ის, რომ სახელმწიფომ, სტრატეგიულად მნიშვნელოვან რესურსზე, საწვავზე , აქციზის გადასახადის შემცირებით შეამსუბუქოს ინფლაციური წნეხი და შექმნას ადეკვატური ფასი ქვეყანაში, - ამბობს ოთარ აბესაძე.  

 

მსგავსი სიახლეები