სააკაშვილის დანახვამ მსოფლიო შოკში ჩააგდო - გიული ალასანია
გიული ალასანია მიხეილ სააკასვილის შესახებ "ვოლ სტრიტ ჟურნალის" სტატიას ეხმიანება და ამბობს, რომ პატიმარი პრეზიდენტის დანახვამ მსოფლიო შოკში ჩააგდო. მესამე პრეზიდენტის დედის თქმით, ამაზე მეტყველებს გამოხმაურებებიც.
შოკში ჩააგდო მისმა დანახვამ მსოფლიო. ეს მართლაც ასე იყო, იმიტომ, რომ ძალიან დიდი გამოხმაურება ჰქონდა. ნათქვამია სტატიაში სწორედ ის, რომ მას შემდეგ, რაც 2008 წელს რუსეთმა ვერ მიაღწია თავის მიზანს, შემეგ უკვე მათი ჩარევით მოხდა 2012 წლის არჩევნები. პირდაპირ წერს, რომ ეს არის პრორუსული მთავრობა, ხელისუფლება, რომელიც ამას აკეთებს, მათი ხელით ხორციელდება მისი დასჯა. ადამიანი წერს, რომ დასავლეთმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მის გასათავისუფლებლად, - ამბობს ალასანია.
"მიხელ სააკაშვილი ამერიკის ყურადღებას იმსახურებს" - ამ სათაურით სტატიას საქართველოს მესამე პრეზიდენტზე "ვოლ სტრიტ ჟურნალი" აქვეყნებს. მაღალი სანდოობით ცნობილი ამერიკული გამოცემა წერს, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი ფასს თავისუფლების სიყვრულისა და პუტინის საწინააღმდეგო მმართველობისთვის იხდის. სტატიაშიი მიხეილ სააკაშვილი პროდასავლურ ხმად არის მოხსენიებული, რომელიც საქართველოში დააკავეს, ქვეყანაში, რომელსაც ახლა "პუტინი მართავს მარიონეტულად".