დამტვრეული და გაძარცვული კერძო საკუთრება - "თბილისის პრაიდი" შსს-ს წინააღმდეგ სამართლებრივ დავას იწყებს

09.07.23 15:09
დამტვრეული და გაძარცვული კერძო საკუთრება - "თბილისის პრაიდი" შსს-ს წინააღმდეგ სამართლებრივ დავას იწყებს

"თბილისის პრაიდი" შინაგან საქმეთა სამინისტროს წინააღმდეგ სამართლებრივ დავას იწყებს.  ამ ეტაპზე ზარალი 15  ათას ლარს აღემატება. დაზიანებული და დამტვრეულია "პრაიდ ფესტივალის" კონსტრუქციები, სასცენო დეკორაციები და სარეკლამო საშუალებები. მოპარულია ტექნიკა, ინსტრუმენტები, სამუშაო იარაღები, გატეხილია სალაროები, წაღებულია ფული. მოიპარეს კარტოფილი და ზეთიც.  გაძარცვულია კერძო საკუთრება, მათ შორის ობიექტები, სადაც გამაგრილებელი და ალკოჰოლური სასმელი იყიდებოდა.

პოლიციამ დანაშაულის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები სულ რამდენიმე წუთის წინ დაიწყო.  შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები ლისის ტერიტორიაზე ფესტივალის ორგანიზატორების მოთხოვნით მივიდნენ.

ის, რაც მოხდა გუშინ, იყო დაგგემილი, აშკარად. ბევრი რამით იკვეთება ეს დადგმული, წინასწარი სპეცოპერაცია შსს-ს და „ალტ ინფოს“ მიერ ერთობლივად. ეს ყველაფერი აბსოლუტურად იყო წინასწარ ჩაფიქრებული. მოაცილეს, მართლა, პოლიციელებმა მოძალადეები, არც ისე დიდი რაონობა, გამკლავებადი რაოდენობა. ძალიან დიდ ზიანზეა, მემგონი, მთლიანობაში ლაპარაკი, მაგრამ ჯერ-ჯერობით ეს ყველაფერი აღწერილი არ არის, ახლა ვაპირებთ, რომ შევისწავლოთ მაქსიმალურად და შესაბამისი სამართლებრივი ღონისძიებებიც წამოვიწყოთ. ჩვენ აუცილებლად ვიდავებთ ამ საქმეზე, ვიდავებთ შსს-ს წინააღმდეგ, - ამბობს ანა სუბელიანი. 

"ოუფენ ეარის" წარმომადგენელი ამბობს, რომ პრორუსული, ძალადობრივი რუსი ორკების მსგავსად იქცეოდნენ. მისი თქმით, მომხდარზე სრულად პასუხისმგებელი ხელისუფლებაა. 

ამ პატარა ადგილას ტარდებოა ეს ივენთი, ეს ხალხი მოედო მთელ ტერიტორიას. იარეს, ეძებეს, რაღაცეები გატეხეს, მოიპარეს. მოიპარეს ჩვენი ტექნიკა, სამუშაო ინსტრუმენტები, უნიტაზიც მიჰქონდაო, ვიღაცამ თქვა. ზუსტად პარალელში არიან იმ რუსებთან, რომლებიც 2008-ში ძარცვავდა საქართველოს და მათი ლიდერი, ერთ-ერთი არის ტიპი, რომელიც ამბობს, რომ უნდა იყოს რუსეთის შნირი, ლუკაშენკო უნდა რომ იყოს და აი, ამ ხალხს რომ ვერ აკავებ და აძლევს ძალაუფლებას, რა თქმა უნდა, რასაც უნდა, იმას გააკეთებს. პირველ რიგში, პასუხისმგებლობას ვთხოვთ სახელმწიფოს, - ამბობს ახალგაზრდა. 


გუშინ ლისის ტერიტორიაზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დაიწყო. ფაქტზე ამ დროისათვის მხოლოდ 2 ადამიანია დაკავებული. 

 

მსგავსი სიახლეები