ხელისუფლება ღიად პრორუსულ ჯგუფებთან აქტიურ კოლაბორაციაშია - ნიკუშა ფარულავა

09.07.23 15:20
ხელისუფლება ღიად პრორუსულ ჯგუფებთან აქტიურ კოლაბორაციაშია - ნიკუშა ფარულავა

პოლიცია ადამიანებს შერჩევით სჯის, - ასე აფასებს სამოქალაქო აქტივისტი ნიკუშა ფარულავა გუშინ ლისის ტერიტორიაზე განვითარებულ მოვლენებს. მისი თქმით, მაშინ, როცა ანტისაოკუპაციო და ანტირუსულ აქციებზე სამოქალაქო აქტივისტებს უმიზეზოდ აკავებენ და არაპროპორციული ძალით უსწორდებიან,  ხელისუფლება ჰომოფობიურ, პრორუსულ ჯგუფებს ხელს აფარებს. 

სხვა დროს, სხვა ვითარებაში როგორ ხდება, მე დავუკავებივარ, სხვებიც დაუკავებიათ, დაზიანებებიც მიუღიათ, აქციები დარბეულა, გამოუყენებიათ არაპროპორციული ძალა, მათ შორის ტექნიკა, რომელიც არ შეიძლებოდა, რომ გამოყენებინათ და ა.შ. ამ ყველაფერს ჩვენ ვხედავთ მაშინ, რომცა არის ღიად ანტირუსული, ანტისაოკუპაციო ან ანტისახელისუფლებო აქციები, მაგრამ მეორეს მხრივ, ვხედავთ, როგორ შეუძლია ხელისუფლებას იყოს აქტიურ კოლაბორაციაში, მათ შორის ღიად პრორუსულ ჯგუფებთან. ეს ჯგუფები და ხელისუფლება, რეალურად, არიან ერთ სულთ და ერთ ხორცთ და ეს არის მათი ძალაუფლების ერთ-ერთი საყრდენი, - ამბობს ნიკუშა ფარულავა. 

მსგავსი სიახლეები