"მთავარი არხის“ გუნდის ხელშეშლა სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს - მედიაომბუდსმენი
გუშინ ლისის ტერიტორიაზე "მთავარი არხის" გადამღები ჯგუფის მიმართ ძალადობრივ ქმედებებში მედიაომბუდსმენი დანაშაულის ნიშნებს ხედავს. ნათია კაპანაძის თქმით, ადგილი ჰქონდა პროეფსიულ საქმინობაში ხელის შეშლას, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდდექსით დასჯადია.
ძალიან სამწუხაროა, რომ სწორედ ძალადობასთან ერთად ადამიანები ცდილობდნენ, მედიის წარმომადგენლებს არ ჰქონოდათ შეძლებლობა თითოეული მოქმედების გადმოცემის, მაგრამ ჩვენ უკვე ვნახეთ ამ მცდელობის პროცესში „მთავარი არხის“ გუნდის მიმართ დაფიქსირებული ხელშეშლა. ეს შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, ეს არის ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა. ამისთვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით არის შესაბამისი სასჯელი, ამიტომაც ჩვენთვის მნიშვნელოვანია, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა შეისწავლოს ეს კონკრეტული ფაქტი, რადგან ჩვენ ვხედავთ, როგორ მძიმე ვითარებაში უწევთ ჟურნალისტებს და ოპერატორებს მუშაობა, - ამბობს ნათია კაპანაძე.
გუშინ ლისის ტბის მიმენბარე ტერიტორაზე "თბილისი პრაიდის" ფესტივალი უნდა ჩატარებულიყო, თუმცა იქ ძალადობრივი, პრორუსული ჯგუფები ავიდნენ და ღონისძიება ჩაშალეს. გაძარცვული და გატეხილია კერძო საკუთრება.