ეუთო/ოდირი: ეუთოს რეგიონის ეროვნულ ხელისუფლებებს აქვთ ვალდებულება, უზრუნველყონ მშვიდობიანი შეკრების ჩატარება

09.07.23 16:32
ეუთო/ოდირი: ეუთოს რეგიონის ეროვნულ ხელისუფლებებს აქვთ ვალდებულება, უზრუნველყონ მშვიდობიანი შეკრების ჩატარება

"ვგმობთ ძალადობას" - ეუთო/ოდირი 8 ივილსს თბილისი პრაიდი ჩაშლასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. ორგანიზაცია წერს, რომ ეუთოს რეგიონის ეროვნულ ხელისუფლებებს აქვთ ვალდებულება, უზრუნველყონ მშვიდობიანი შეკრების ჩატარება. 

ოდირი გმობს ძალადობას, რომელიც მიმართულია თბილისი პრაიდის მხარდამჭერების მიმართ, რამაც იძულებით, ღონისძიება ჩაშალა. შეკრების თავისუფლება ადამიანის მნიშვნელოვანი, ფუნდამენტური 
უფლებაა და ეუთოს რეგიონის ეროვნულ ხელისუფლებებს აქვთ ვალდებულება, უზრუნველყონ მშვიდობიანი შეკრების ჩატარება", - ნათქვამია განცხადებაში.

გუშინ ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორაზე "თბილისი პრაიდის" ფესტივალი უნდა ჩატარებულიყო, თუმცა იქ ძალადობრივი, პრორუსული ჯგუფები ავიდნენ და ღონისძიება ჩაშალეს. გაძარცვული და გატეხილია კერძო საკუთრება.   

მსგავსი სიახლეები