პოლიციამ ტყე-ტყე გვატარა და მოშიშვლებულ ადგილას მიგვატოვა - ანა სუბელიანი
"პრაიდის" წარმომადგენელი ანა სუბელიანი გუშინ მომხდარ ინციდენტს იხსენებს და პოლიციის უპასუხისმგელო ქმედებაზე საუბრობს. სუბელიანი ყველამ რომ სამართალდამცველებმა ფესტივალის მონაწილეები ლისის მიმდებარე ტერიტორიას განარიდა და მათთის უცნობ, უკაცრიელ ადგილზე ჩამოსვა, რის შემდეგაც პოლიციამ ევაკუირებულებთან კონტაქტი გაწყვიტა.
გაგვიყვანეს, გვატარეს ტყე-ტყე, რაღაცა სოფელ-სოფელ, არც ვიცოდით, საერთოდ, სად დავდიოდით და უცებ, შუა გზაში, აბსოლუტურად მოშიშვლებულ ადგილას, სადაც არც დასახლებული პუნქტია, არც ტაქტსის გამოძახების შესაძლებლობა, ჩვენს წინ მიმავალი პატრული ეკიპაჟი ჩერდება და ეუბნება ჩვენს მძღოლს, რომ „ჩამოსვით“. გაეროს წარმომადგენელი იყო ხოლმე, ხშირ შემთხვევაში, ჩვენი დამხმარე კომუნიკატორი სანდრო დარახველიძესთან კავშირზე გასასვლელად მაშინ, როცა ჩვენ ვერ ვახერხებდით მასთან შეხვედრას ან დაკავშირებას და მასაც გაუწყვიტა საერთოდ ევაკუაციის გამოცხადების შემედგ კომუნიკაცია, - ამბობს ანა სუბელიანი.
გუშინ ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორაზე "თბილისი პრაიდის" ფესტივალი უნდა ჩატარებულიყო, თუმცა იქ ძალადობრივი, პრორუსული ჯგუფები ავიდნენ და ღონისძიება ჩაშალეს. გაძარცვული და გატეხილია კერძო საკუთრება.