რას გააკეთებს გამოძიება, "ოცნების" პოლიტიკურ ნებაზეა დამოკიდებული - დეა მამისეიშვილი

09.07.23 17:55
რას გააკეთებს გამოძიება, "ოცნების" პოლიტიკურ ნებაზეა დამოკიდებული - დეა მამისეიშვილი

სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში "მთავარი არხის" ჟურნალისტის და ოპერატორის გამოკითხვა დასრულდა. დეა მამისეიშვილმა და ზურა ჩხვირკიამ გამომძიებლებს მომხდარის შესახებ დეტალურად უამბეს. უთხრეს, როგორ ცილობდნენ ძალადობრივი ჯგუფები მატთან დაპირისპირებას, მათი აპარატურის დაზიანებას. 

მიუხედავად იმისა, რომ დეა მამისეიშვილს ობიექტური გამოძიების იმედი არ აქვს, მან გამოძიებას ინფორმაცია იმ პოლიციელების შესახებაც მიაწოდა, რომლებიც გუშინ მათ უსაფღთხოებას ფორმალურად იცავდნენ. 

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა უნდა შეაფასოს ჩემს მიერ მიწოდებული ინფორმაცია, რამდენად შეიცავს დანაშაულის ნიშნებს და შემდეგ გავიგებთ უკვე, იქნება თუ არა გამოძიება. ყველა კითხვა დამისვა და მეც, რა ინფორმაციაც მქონდა, ამომწურავად მივაწოდე მას. ასევე, დავუდასტურე, რომ ჩვენ მზად ვართ თანამშრომლობისთვის, მზად ვართ, რომ მივაწოდოთ კადრები, რისი საჭიროებაც, ფაქტია, რომ იქნება თუ დაიწყო მოკვლევა, მაგრამ მე ძალიან კარგად მესმის, რომ საერთო ჯამში, რას გააკეთებს ეს სამსახური, არის დამოკიდებული „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ ნებაზე და აქ, სამწუხაროდ, ნაკლებ მნიშვნელოვანია ინდივიდუალური ადამიანების პასუხისმგებლობა, - ამბობს ჟურნალისტი. 

მსგავსი სიახლეები