ძალადობა "მთავარი არხის" გადამღებ ჯგუფზე - მედიაომბუდსმენი საქმის გადაკვალიფიცირებას ითხოვს

09.07.23 18:08
ძალადობა "მთავარი არხის" გადამღებ ჯგუფზე - მედიაომბუდსმენი საქმის გადაკვალიფიცირებას ითხოვს

ძალადობა "მთავარი არხის" გადამღებ ჯგუფზე - მედიაომბუდსმენმა, რომელიც ჟურნალისტის და ოპერატორის გამოკითხვას ესწრებოდა, საქმის გადაკვალიფიცირება მოითხოვა. ნათია კაპანაძე ამბობს, რომ გამოძიება არა ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის, არამედ ჟურნალისტებზე თავდასხმის მუხლით უნდა დაიწყოს. 

ვფიქრობ, რომ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს სრული სურათის დანახვის შანსი აქვს უკვე. მე იმედი მაქვს, რომ 155 მუხლის სისხლის სამართლის კოდექსით დაიწყება გამოძიება და ჩვენ მივადევნებთ თვალს გამოძების შედეგებს, - ამბობს ნათია კაპანაძე. 

შეგახსენებთ, რომ დღეს სეპციალურ საგამოძიებბო სამსახურში "მთავარი არხის" ჟურნალისტი დეა მამისეიშვილიდა ოპერატორი ზურა ჩხვირკია გამოიკითხნენ. საქმე ეხება გუშინ ლისის ტერიტორიაზე განვიტარებულ მოვლენებს, სადაც ძალადობრივი ჯგუფები თავს კრიტიკული მედიის წარმომადგენლებს დაესხნენ.  

მსგავსი სიახლეები