დარბეული ფესტივალი და უმოქმედო პოლიცია - "პრაიდი" შსს-ს უჩივის

09.07.23 20:02
დარბეული ფესტივალი და უმოქმედო პოლიცია - "პრაიდი" შსს-ს უჩივის

ჰომოფობიური და ანტიდასავლური აქციის მონაწილეების მხარდაჭერისა და წახალისების გამო შინაგან საქმეთა სამინისტროს წინააღმდეგ სამართლებრივი დავა იწყება. გომელაურის უწყებას სასამართლოში მოუწევს ახსსნას, რატომ არ იცავს ქვეყანაში უმცირესობის უფლებებს.

"პრაიდის" წარმომადგენლები ფიქრობენ, რომ შსს და რადიკალური ზალები შეთანხმებულა მოქმედებდნენ, რადგან პოლიციას პოლიტიკური დავეთა ჰქონდა შესასრულებელი. 

რა უჩენთ ამ ეჭვებს? სამართალდამცველებმა ჰომოფობიურ ძალებს გზა გაუსხნეს, რომ კერძო და დახურულლ ფესტივალზე შეჭრილიყვნენ და მშვიდობიან მოქალაქეებზე ეძალადათ.  უყურებნენ, როგორ აზიანებდნენ და ამტვრევდნენ კონსტრუქციებს, სასცენო დეკორაციებს და სარეკლამო საშუალებს, მაგრამ არ რეაგირებდნენ,

ვანდალურად დარბეულ ტერიტორიაზე დღეს ზარალს ითვლიდნენ.  მოპარულია ტექნიკა, ინსტრუმენტები, სამუშაო იარაღები, კარტოფილი, ზეთი და ალკოჰოლური სასმელი. დანაშაულის ადგილზე პოლიციას საგამოძიებო მოქმედებებიც კი არ ჩაუტარებია. ადმინისტრაციული წესით მხოლოდ 2 ადამიანია დაკავებული.

ვრცლად ნახეთ მარიამ მაკასარაშვილის რეპორტაჟში. 

 

 

 

მსგავსი სიახლეები