პოლიციის კრახი თუ შეთანხმებული მოქმედება - ოპოზიცია პრაიდფესტის ჩაშლაზე პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს

09.07.23 20:14
პოლიციის კრახი თუ შეთანხმებული მოქმედება - ოპოზიცია პრაიდფესტის ჩაშლაზე პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს

პოლიციის კრახი თუ შეთანხმებული მოქმედება - ოპოზიცია პრაიდფესტის ჩაშლაზე პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს. ხელისუფლების ოპონენტები დარწმუნებულები არიან, რომ შსს-მ გუშინ პროპორციული ძალა განგებ არ გამოიყენა. 

იურისტები კი შსს-ს გულრგილობაზე საუბრობენ და სისხლის სამართლის დანაშაულებს ხედავენ. მესამე სექტორის თქმით, შს მინისტრმა საპოლიციო ღონისძIება სრულფასოვნად არ ჩაატარა. 

პოლიცია ვერ ხედავს დანაშაულს, რომლის უკანაც "ქართული ოცნება" დგას, - ასე აფასებენ ლისზე განვითარებულ ძალადობრივ მოვლენებს სამოქალაქო აქტივისტები. ახალგაზრდები, რომლებიც ანტირუსულ და ანტისახელისუფლებო აქციებზე იდგნენ, ამბობენ, რომ შსს ადამიანებს შერჩევით სჯის. მათი თქმით, ადამიანებს რუსული კანონის გაპროტესტებისთვის, თეთრი ფურცლის ჭერისთვის, ღარიბაშვილის მეტსახეილს ხსენებითვის იჭერენ და უსწორდებიან, თუმცა ანტიდასავლური და ძალადობრივი ჯგუფების ქმედებებზე თვალს ხუჭავენ. 

ვრცლად ნახეთ სოფო ნიაურის რეპორტაჟში. 

 

 

მსგავსი სიახლეები