სისხლიანი გარჩევა კასპში - ცეცხლსასროლი იარაღიდან ორი მამაკაცი დაჭრეს
კასპის მუნიციპალიტეტში ცეცხლსასროლი იარაღიდან ორი მამაკაცი დაჭრეს. შემთხვევა სოფელ თელიანში მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, სროლას წინ ახალგაზრდა მამაკაცებს შორის კონფლიქტი უძღოდა.
დაჭრილები ამ დროისათვის საავადმყოფოში არიან გადაყვანილები. შემთხვევის ადგილზე პოლიცია მუშაობს.