სისხლიანი გარჩევა ვაზისუბანში - თბილისში ბაბუას და შვილიშვილს ოთხი ტყვია ღამით ესროლეს

10.07.23 11:12
სისხლიანი გარჩევა ვაზისუბანში - თბილისში ბაბუას და შვილიშვილს ოთხი ტყვია ღამით ესროლეს

სისხლიანი გარჩევა ვაზისუბანში - თბილისში ბაბუას და შვილიშვილს ოთხი ტყვია ღამით ესროლეს. "პირველებს" შემთხვევის ადგილზე უყვებიან, რომ კონფლიქტი ახალგაზრდებს შორის პოლიციის შენობის გვერდით  დაიწყო, რა დროსაც ბაბუამ სცადა დაპირისპირებული მამაკაცების გაშველება. თავდამსხმელმა ორივეს ცეცხლი გაუხსნა.  ისინი საავადმყოფოში არიან გადაყვანილი. მოხუცს  და 32 წლის კაცს დაზიანებები ზურგის და ფეხის არეში აღენიშნებათ. 

პოლიციამ თავდამსხმელი ცხელ კვალზე დააკავა, თუმცა რა გახდა სისხლიანი დაპირისპირების მოტივი ამ დრომდე უცნობია. ადგილობრივები აცხადებენ, რომ 4 გასროლის ხმა გუშინ დაახლოებით 17:00 საათზე გაიგეს. 

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სხეულის  განზრახ მსუბუქად დაზიანებას გულისხმობს და 2 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. 

მსგავსი სიახლეები