"თბილისი პრაიდი" საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ სარჩელს სტრასბურგშიც გააგზავნის
"თბილისი პრაიდი" საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ სარჩელს სტრასბურგშიც გააგზავნის. ეს მაშინვე მოხდება, როგორც კი ქართულ სასამართლოში დავა დასრულდება.
ჩაშლილი პრაიდის ორგანიზატორები პრორუსული ძალების და "ქართული ოცნების" ალიანსზე მიუთითებენ. მათი თქმით, ხელისუფლებამ მათ გარდა საერთაშორისო პარტნიორებიც მოატყუა, როცა პრაიდფესტის უსაფრთხოდ ჩატარების გარანტია მისცა.
მარტო ჩვენ კი არ ვრძნობთ მოტყუებულად თავს, საქართველოს ხელისუფლებამ, რეალურად, მოატყუა თავისი საერთაშორისო პარტნიორებიც. წინასწარ იცოდა შსს-მ ყველაფერი, ასე იყო გათვლილი და ფაქტობრივად, მოაცილეს მოძალადეები ჩვენამდე და მისცეს უფლება, რომ ეთარეშათ ტერიტორიაზე, სადაც უნდა ჩატარებულიყო ფესტივალი და არ დაიცვეს ჩვენი გამოხატვის თავისუფლება. აუცილებლად ვაპირებთ, რომ შესაბამისი პასუხი მოვთხოვოთ შსს-ს და ვაპირებთ, რომ სავარაუდოდ, სამართლებრივი დავაც წამოვიწყოთ, - ამბობს "პრაიდის" წარმომადგენელი.
შეგახსენებთ, რომ 8 ივლისს ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე "პრაიდ ფესტივალი" უნდა ჩატარეუბლიყო, თუმცა იქ ძალადობრივი ჯგუფები ავიდნენ, ტერიტორია დაარბიეს და ფესტივალი ჩაშალეს.