დაკავებულია კაცი, რომელმაც კასპში ცეცხლსასროლი იარაღით ორი ადამიანი დაჭრა
დაკავებულია კაცი, რომელმაც კასპში ცეცხლსასროლი იარაღით ორი ადამიანი დაჭრა - ფაქრს "პირველებს" შს სამინისტრო ოფიციალურად უდასტურებს.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით - 117-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებასა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს.
დაშავებულებიდან ერთი ამ დრომდე კლინიკაშია, მას მრავლობითი დაზიანებები აქვს მიყენებული.
"პირველების" ინფორმაციით, სამართალდამცველებმა დაჭრილები უკვე გამოჰკითხეს. პოლიციას აქვს ინფორმაცია, ვინ გახსნა ცეცხლი გუშინ კასპში. სისხლიანი გარჩევა სოფელ თელიანში მოხდა. შემთხვევის ადგილას საგამოძიებო მოქმედებები რამდენიმე საათი მიმდინარეობდა. ჯერ არ ხმაურდება რა მოტივით დაუპირდაპირდნენ ორ ადამიანს.