არ შეიძლება ისეთი აქციის ჩატარება, რაც უმრავლესობისთვის მიუღებელია - მაჭარაშვილი Pride Fest-ზე
"ხალხის ძალის" ლიდერს გურამ მაჭარაშვილს მიაჩნია, რომ "პრაიდფესტის" ჩატარება არასწორი გადაწყვეტილება იყო. მისი თქმით, არ შეიძლება ისეთი "პროპაგანდის" წარმოება, რომელიც საზოგადოების დიდი ნაწილისთვის მიუღებელია.
"ოცნებიდან" ფრომალურად წასული დეპუტატი "გამოხატვის თავისუფლებას" უწოდებს იმასაც, რაც ლისის ტერიტორიაზე ძალადობრივმა ჯგუფებმა ჩაიდინეს.
არ შეიძლება ისეთი აქციის და მითუმეტეს, პროპაგანდის ჩატარება, რომელიც არის აბსოლუტურად მიუღებელი უდიდესი უმრავლესობისთვის სახელმწიფოში. ეს, რა თქმა უნდა, პირდაპირ არის გამოწვევა იმ საზოგადოებისთვის, რომელ საზოგადოებასაც დაუშვებლად მიაჩნია ასეთი ტიპის პროპაგანდა ქვეყანაში, ამიტომ, ბუნებრივია, როცა ვსაუბრობთ გამოხატვის თავისუფლებაზე, მაგალითად, ის, რომ პარლამენტში არ უშვებდნენ პარლამენტის წევრებს და ამას გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში ამბობდნენ, რომ იქცეოდნენ, იგივე უფლება აქვს ნებისმიერ ადმაიანს, რომ გამოხატოს საწინააღმდეგო პოზიცია, - ამბობს მაჭარაშვილი.
შეგახსენებთ, რომ 8 ივლისს ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე "პრაიდ ფესტივალი" უნდა ჩატარეუბლიყო, თუმცა იქ ძალადობრივი ჯგუფები ავიდნენ, ტერიტორია დაარბიეს და ფესტივალი ჩაშალეს.