"ოცნება" ორგანიზებული დანაშაულის ავტორია - ირაკლი კუპრაძე

10.07.23 11:50
"ოცნება" ორგანიზებული დანაშაულის ავტორია - ირაკლი კუპრაძე

"ლელოს" გენერალური მდივანი ირაკლი კუპრაძე ფიქრობს, რომ "პრაიდფესტის" ჩაშლაში მონაწილე მოძალადეები დაუსჯელები დარჩებიან. ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმით, "ოცნება" ორგანიზებული დანაშაულის თანამონაწილეა, რომლის მზიანიც საზოგადოების დაშინებაა. 

„ქართული ოცნება“ არის ორგანიზებული დანაშაულის ავტორი, რომელიც არათუ ახალისებს დანაშაულს საქართველოს ტერიტორიაზე, არამედ თავად არის თანამონაწილე და პასუხისმგებელი. რა თქმა უნდა, არავინ დასჯილა და არც დაისჯება ამ ორგანიზებული ძალადობრივი აქტის შემდეგ, იმიტომ, რომ ხელისუფლების მთავარი მიზანია შექმნას შიში, - ამბობს კუპრაძე. 
 

მსგავსი სიახლეები