სამოქალაქო აეროპორტი ვაზიანის პოლიგონზე - ოპოზიცია რუსულ ინტერესეზე საუბრობს
მთავრობის ახალი ინიციატივა, რომელიც ვაზიანის აეროდრომზე აეროპორტის მშენებლობას გულისხმობს, ოპოზიციას კითხვებს უჩენს. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ გადაწყვეტილება რუსეთთან ფრენების აღდგენას საეჭვოდ ემთხვევა და არ გამორიცხავენ, რომ ეს სწორედ რუსეთის ინტერესშია.
დეპუტატ თეონა აქუბარდიას თქმით, ვაზიანის ტერიტორიაზე სამოქალაქო აეროპორტის მშენებლობის აუცილებლობასთან დაკავშრებით კითხვა თავდაცვის მინისტრსაც დაუსვა, თუმცა მათგან დამაჯერებელი პასუხი ვერ მიიღო.
მე მივმართე 22 მაისს თავდაცვის მინისტრს სადეპუტატო კითხვით, რატომ დადგა დღის წესრიგში უშუალოდ ვაზიანის ტერიტორიაზე, რომელიც სამხედრო ბაზისთვის საფრთხეს ქმნის, აშენება ამ სამოქალაქო აეროპორტის? რომელი ქვეყნებია საერთოდ, ან ნატოს ან დასავლეთის ქვეყნები, სადაც სამხედრო ბაზის გვერდით, სადაც სასროლეთია, არსებობს სამოქალაქო აეროპორტი, ამის შესახებაც თუ აქვს ინფორმაცია, იმიტომ, რომ მე ვერ მოვიძიე, - ამბობს თეონა აქუბარდია.
საარტილერიო პოლიგონის გვერდზე სამოქალაქო აეროპორტის განთავსებადაუშვებლად მიჩნია "ლელოს" წევრ თაზო დათუნაშვილსაც.
სამოქალაქო აეროპორტის და საარტილერიო პოლიგონი გვერდიგვერდ, ეს არის ნონსენსი. ამ ტერიტორიისთვის სამხედრო შინაარსის წართმევა ეს ნიშნავს, მეხუთე ბრიგადის, როგორც ყველაზე ბრძოლისუნარიანი სამხედრო დანაყოფის გაქრობას, რამდენიმე მილირდიანი პოლიგონის და სამხედრო ბაზის გაუქმებას და თბილისი დაცლის მოშლას, - ამბობს თაზო დათუნაშვილი.
შეგახსენებთ, რომ ირაკლი ღარიბაშვილის მთავრობა ვაზიანის იმ აეროდრომის დანგრევას გეგმავს, რომლის რეაბილიტაციაზეც ოცი მილიონი ლარია დახარჯული.