მოსამართლემ 9 წლის ბავშვზე ძალადობაში ბრალდებულს ციხის კარი გაუღო

10.07.23 13:13
მოსამართლემ 9 წლის ბავშვზე ძალადობაში ბრალდებულს ციხის კარი გაუღო

მოსამართლემ 9 წლის ბავშვზე ძალადობაში ბრალდებულს ციხის კარი გაუღო.

გადაწყვეტილება რუსთავის საქალაქო სასამართლომ გამოაცხადა.

ბავშვის მამინაცვლის მამის მიმართ სასამართლომ არათუ პატიმრობა, აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოც არ გამოიყენა. საქმეზე სასამართლო განხილვა გრძელდება.

ცნობისთის, კაცი, რომელიც პროკურატურის ინფორმაციით, თავისი შვილის 9 წლის გერზე ფიზიკურად ძალადობდა 7 ივლისს დააკავეს.

უწყების თქმით, კაცს ბრალი წარედგინა სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, რაც არასრულწლოვანი ოჯახის წევრის მიმართ ძალადობას გულისხმობს.

 

მსგავსი სიახლეები