მე როგორც მეძიძგილავა პოლიცია, ეგრე რომ "ალტ ინფოსთან" მოქცეულიყო, ფესტივალი ჩატარდებოდა - "პრაიდის" წევრი

10.07.23 13:18
მე როგორც მეძიძგილავა პოლიცია, ეგრე რომ "ალტ ინფოსთან" მოქცეულიყო, ფესტივალი ჩატარდებოდა - "პრაიდის" წევრი

ჰომოფობიურ ჯგუფებს  გადარჩენილი "პრაიდ ფესტივალის"  მონაწილეები თავდასხმის დეტალებს იხსენებენ.  მოქალაქეები "პირველებს" უყვებიან, რომ ევაკუაციის პროცესში პოლიცია ლგბთ ქიუ პირების მიმართ აგრესიული იყო.

უცებ ერთ-ერთმა შავმაისურიანმა პოლიციელმა იყვირა, „ევაკუაციაო“ და გაგვყარეს ყველა, „გადით, წავედით ყველა ევაკუაციაზეო“. მე როგორც მეძიძგილავა გოგა მემანიშვილი და კიდევ 3 პოლიციელი, როგორც მომხსნეს მოპედიდან, ეგრე რომ ერთ პოლიციელს მაინც მოეკიდა რომელიმე „ალტ-ინფოსთვის“ ხელი, ფესტივალი ჩატარდებოდა. უბრალოდ, მათ არ უნდოდათ, რომ ფესტივალი ჩატარებულიყო და ამას უკვე ყველაფრიდან ვხვდებით. ყველა ინსტანციას მოვივლით და აუცილებლად გაგრძელდება ეს დავა სტრასბურგის სასამართლოში, რომელიც გამოიტანს შესაბამის განაჩენს, - ამბობს პრაიდის წარმომადგენელი. 

რადიკალებმა ლისის ტერიტორია 8 ივლისს დაიკავეს და პრაიდ ფესტივალი ჩაშალეს. პრაიდის ჩაშლის შემდეგ, მსვლელობაში მონაწილეებმა ფესტივალის სივრცე დაარბიეს. დაშალეს სცენა, ინვენტარის ნაწილი კი დაწვეს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ პროპორციული ძალა მათ შესაჩერებლად არ გამოიყენა. 

მსგავსი სიახლეები