თანაინვესტირების ფონდში გიორგი ბაჩიაშვილის წინააღმდეგ მიმდინარე საქმეზე კომენტარს არ აკეთებენ

10.07.23 13:23
თანაინვესტირების ფონდში გიორგი ბაჩიაშვილის წინააღმდეგ მიმდინარე საქმეზე კომენტარს არ აკეთებენ

საქართველოს "თანაინვესტირების ფონდში" ფონდის ხელმძღვანელი, კახა კობიაშვილი გიორგი ბაჩიაშვილის წინააღმდეგ დაწყებულ გამოძიებასთან და მოსალოდნელ ახალ ბრალთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებს.

"tv პირველს" აინტერესებდა, როდის აღმოაჩინა ფონდდა, რომ გიორგი ბაჩიაშვილმა “მტკვარი ჰესის" პროექტიდან ფული მიითვისა, ან როდის გამოიკითხა კახა კობიაშვილი, თუმცა როგორც "თანაინვესტირების ფონდში" ფონდში პირველებს განუცხადეს, მათი სტრატეგიაა, რომ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეზე არ ისაუბრონ. 

შეგახსენებთ, რომ ოლიგარქის ერთ დროს ნდობით აღჭურვილ პირს ივანიშვილის ბიტკოინების გაფლანგვას ედავებიან. გიორგი ბაჩიაშვილი ოლიგარქის ქონებას წლების მანძილზე განკარგავდა. პროკურატურა ამტკიცებს, რომ მან დიდი ფული ოლიგარქისგან მიითვისა, რომელიც ბიტკოინებსა და კრიპტოვალუტაში დააბანდა. 

დღეს კი ცნობილი გახდა, რომ ბიძინა ივანიშვილის თანაინვესტირების ფონდის ყოფილ ხელმძღვანელ გიორგი ბაჩიაშვილს, არამხოლოდ კრიპტოვალუტის, არამედ ჰესის საქმეზეც ედავება.

სასამართლომ გიორგი ბაჩიაშვილს გირაოს სახით 2.5. მლნ ლარის გადახდა დააკისრა. თავად ბაჩიაშილი კი ამტკიცებს, რომ ბრალდებები უსაფუძლოა და მას მისი ანტირუსული შეხედულებების გამო სჯიან.