დატბორილი სახლები და ავტომობილები - აფხაზეთში სტიქია მძვინვარებს
აფხაზეთში მოსულმა ძლიერმა წვიმამ გაგრაში 800-მდე სახლი დატბორა. სოციალურ ქსელებში გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ ავტომობილები წყალში დაცურავენ, დაზიანებულია სახლები, და ქუჩები. ძლიერი წვიმის გამო დაზიანდა გზები, რკინიგზის ლიანდაგი და 250-მდე ავტომობილი.
სტიქიის შედეგებს ამ დრომდე ებრძვის ადგილობრივი საგანგებო სიტუაციათა სამსახური.
დე ფაქტო პრეზიდენტ ასლან ბჟანიას განცხადებით, ძლიერმა წვიმამ, საერთო ჯამში, 1100 შენობა დატბორა.