ჩხუბი თბილისის მეტროში
ჩხუბი თბილისის მეტროში - სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეო მეტროსადგურ "მარჯანიშვილი" არის გადაღებული. კადრებში ჩანს, რომ ახალგაზრდების ჯგუფი ერთმანეთს დაუპირისპირდა.
კადრში ჩანს, რომ გოგონები (სავარაუდოდ არასრულწლოვნები) ახალგაზრდა ბიჭსა და გოგოს ურტყამენ.
კადრებში ჩანს პოლიციელიც, რომელიც აგრესიული გოგოს განეიტრალებას ცდილობს.
"პირველები" დეტალაებს შინაგან საქმეთა სამინისტროში არკვევს.