ავარია ჩაქვის გვირაბში - დაშავებულებიდან 3 მოზარდია
ავარია ჩაქვის გვირაბში - ერთმანეთს 3 მანქანა შეეჯახა. დაშავებულია 5 ადამიანი, მათგან 3 მოზარდია.
ინფორმაციას tv25 ავრცელებს.
3 მოზარდი ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრალურ ჰოსპიტალში გადაიყვანეს.
ერთი მედცენტრშია მოთავსებული. ერთმა კი კლინიკაში მოთავსებაზე უარი განაცხადა. მათ სახის ტრამვა აღენიშნებათ.
შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა.