სისხლიანი გარჩევა ბათუმში - დაჭრილია ერთი ადამიანი

10.07.23 16:29
სისხლიანი გარჩევა ბათუმში - დაჭრილია ერთი ადამიანი

სისხლიანი გარჩევა ბათუმში - დაჭრილია ერთი ადამიანი.  TV25.GE-ის ინფორმაციით, შემთხვევა ხიმშიაშვილის ქუჩაზე მდებარე, ერთ-ერთ რესტორანში, გვიან ღამით მოხდა.

როგორც თვითმხილველი TV25.GE-ის უყვება, მომხდარის მოტივი, სავარაუდოდ, ეჭვიანობა გახდა. კაცს ჭრილობა ცივი იარაღით მიაყენეს.

"დანით დაჭრა, რადგან მის ცოლს უცხო კაცი ცეკვის დროს წელზე ხელით შეეხო", - თქვა TV25.GE-სთან თვითმხილველმა. 

მსგავსი სიახლეები