შსს პრაიდის ფესტივალის დარბევაზე არ რეაგირებს - ღონისძიების ორგანიზატორები უმძიმესი დღის დეტალებზე ალაპრაკდნენ

10.07.23 20:29
შსს პრაიდის ფესტივალის დარბევაზე არ რეაგირებს - ღონისძიების ორგანიზატორები უმძიმესი დღის დეტალებზე ალაპრაკდნენ

 

 

შს სამინისტრო პრაიდის ფესტივალის დარბევაზე არ რეაგირებს. ამ დრომდე არცერთი დაზარალებული პოლიციას არ გამოუკითხავს. საგამოძიებო მოქმედებები არსად ჩატარებულა. ფესტივალის მონაწილეები კი ღიად საუბრობენ, როგორ შეუწყვეს მოძალადეებს ხელი სამართალდამცველებმა, რომ დაგეგმილი ღონისძიება არ გამართულიყო.  48 საათის შემდეგ მხოლოდ ის გავიგეთ, რომ ჰომოფობიურ ჯგუფთან ერთად   ფესტივალის ჩაშლით სამართალდამცველებიც  იყვნენ დაინტერესებულები.

ამას ადასტურებს  გავრცელებული კადრებიც. არსებობს გონივრული ეჭვი, რომ პოლიცია  მოძალადეების წინააღმდეგ პროპორციულ ძალას მიზანმიმართულად არ იყენებდა. იყო შემთხვევები, როდესაც კონკრეტულ ადგილზე სამართალდამცველები მათ გზას უხსნიდნენ, რომ  თავისუფლად გადაადგილება შეძლებოდათ.   ლგბტ თემის წარმომადგენლები კი  ტერიტორიიდან  გაიყვანეს და  სრულიად მარტო  დატოვეს იქ, სადაც ყოფნა უსაფრთხო არ იყო.

დეტალები ნახეთ, მარიამ მაკასარაშვილის რეპორტაჟში.

მსგავსი სიახლეები