წყნეთში 16 წლის მოზარდი დენის დარტყმის შედეგად გარდაიცვალა
წყნეთში 16 წლის მოზარდი დენის დარტყმის შედეგად გარდაიცვალა. უბედური შემთხვევა იმ სკევრში მოხდა, სადაც მერია სარემონტო სამუშაოებს ატარებს. არასრულწლოვანს დენმა იმ დროს დაარტყა, როდესაც ბაღში დასასვენებლად თანატოლებთან ერთად შევიდა. ადგილობრივები ამბობენ, 16 წლის ბიჭს თანატოლები უტარებდნენ გულის მასაჟს, შემდეგ კი ექიმები 40 წუთის განმავლობაში, თუმცა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
"მერიამ შეიყვანა დენი, ხალხს თვითნებურად არ შეუყვანიათ როგორც ამბობენ მოაჯირზე მოკიდა ხელი და იმან გაატარა. გამაფრთხილებელი ნიშნაი არ ყოფილა, ლენტები იყო გაბმული უბრალოდ და ვერიდებოდით. ბავშვებმა გაუწიეს პირველადი დახმარება. ძალიან არ მინდა ამ სარემონტო სამუშაოების გამო იყოს, მაგრამ ეჭვები იქეთკენ მიდის".- ამბობს ადგილობრივი.
მეზობლები ამბობენ, რომ სხვა ბავშვებსაც დაარტყათ დენმა, თუმცა მათ ნაკლები სიმძლავრით.
"სტუმრად ყოფილა დეუიდასთან. კალათბურთს თამაშობდნენ თურმე და მაგ დროს დაარტყა დენმა. მარტო მას არა. სხვა ბავშვებსაც დაარტყა, გადააგდო. მაგრამ ისინი გადარჩნენ.
ზოგიერთი ადგილობრივი იმასაც ამბობს, რომ დენი ადრეც ურტყამდა აღნიშნულ ადგილზე, რადგან დაზიანება იყო.
"დენი მანამდეც ურტყამდაო ბევრი იძახდა, დაზიანება ყოფილა დიდი ხანი"
წყნეთში, უბედური შემთხვევის ადგილას მისულები იყვნენ თელასის თანამშრომლებიც. მათ "პირველებს" განუცხადეს, რომ დენი ადგილზე თელასს არ ეხება და მერიის პასუხისმგებლობაა.
ახლა გამოძიებამ უნდა დაადგინოს დაზიანდა თუ არა ელექტო სადენები უსაფრთხოების დარღვევით მიმდინარე სამუშაობის გამო და ვისი დაუდევრობის და გულგრილობის გამო გარდაიცვლა ბავშვი რომელიც სკევრში მეგობრებთან ერთად შევიდა.
მომხდარზე გამოძიება 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო, ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.