"დატბორილი ურეკი კორუფციის შედეგია" - გურია და აჭარა სტიქიას ებრძვის

11.07.23 12:10
"დატბორილი ურეკი კორუფციის შედეგია" - გურია და აჭარა სტიქიას ებრძვის

სტიქიური უბედურების ეპიცენტრია აჭარა და გურია. ბათუმი, ურეკი, ოზურგეთი, ლანჩხუთი და ჩოხატაური ყველგან წყალდიდობაა. დატბორილია ცენტრალური ქუჩები და ჩახერგილია გზები.

სახლების ნაწილი წყლით არის სავსე მოსახლეობას გაუნადგურდა მოსავალიც. რამდენიმე საათის განმავლობაში ოზურგეთსა და ურეკში გადადგილება ცენტრალურ გზებზე შეუძლებელი იყო სანიაღვრე არხებმა წყლის დიდი ნაკადი ვერ გაატარა, რამაც გადადგილება შეუძლებელი გახდა. ადგილობრივები ზარალს ამ დრომდე ითვლიან.

მოსახლეობის თქმით, სტიქია ხელისუფლების კორუფციასთან არის დაკავშირებული, ხოლო სანიაღვრე არხები არასწორად არის დამონტაჟებული.

"ეს არის ის ურეკი, რომელიც ჰოლივუდად და ევროპის ყველაზე მაგარ ადგილად მონათლა თალაკვაძემ. რეალობა არის ის რასაც კადრში ხედავთ, დატბორილი ურეკი, რაც არის შედეგი კორუფციის იმისა, რომ საერთოდ არ არის სანიაღვრე არხები ქუჩების უმეტესობაში და სადაც არის არასწორად არის გაკეთებული და შედეგად ადამიანებს სახლებში შეუვიდათ წყალი, მაღაზიებში შეუვიდათ წყალი და რჩებიან იმ ელემენტარული შემოსავლის გარეშე, რასაც მთელი ზაფხულის განმავლობაში ელოდებიან, - ამბობს ენმ-ს წევრი.

გაწმენდითი სამუშაოების თანამშრომლების თქმით, სტიქიამ მეწყრული პროცესები გამოიწვია ქალაქთან მდებარე სოფლებში. ამინდის გაუარესების შემთხვევაში თანამშრომლები დამატებითი ჯგუფების მობილიზებაზეც საუბრობენ.

ადიდებული მდინარე გადმოვიდა კალაპოტიდან და გზის სავალი ნაწილი დატბორა. გარკვეულ უბნებზე შეიქმნა ქალაქის შემოერთებულ ტერიტორიებზე მეწყრული პროცესები. დაზიანებულია, წაქცეულია ხე მცენარეები და დაზიანებულია რამდენიმე ავტომანქანა. მერიის შესაბამისი სამსახურები გადასულია მუშაობის საგანგებო რეჟიმზე. ამინდის გაუარესების შემთხვევაში კი მობილიზებული იქნება დამატებითი ჯგუფები, - ამბობს გაწმენდითი სამუშაოების თანამშრომელი. 

მსგავსი სიახლეები